The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახი ასათიანი

კახი ასათიანი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1947
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 2002  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1964 წელს.

ქართველი ფეხბურთელი; 1965-1975 წწ. იყო "დინამოს" გუნდის ნახევარმცველი; მოგვიანებით თბილისის "დინამოს" მწვრთნელი; მონაწილეობდა 1968 ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში; მიღებული აქვს 16 პრიზი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად; 1978-1982 წწ. იყო   "დინამოს" დირექტორი., 1987 წელს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა; მოგვიანებით, ჩაერთო კერძო ბიზნესში და გახდა "აირზენას" ვიცე-პრეზიდენტი.  გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.

წყარო:ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1996-1997. - გვ.26

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი, თავჯდომარე (1990-1991)
  • თბილისის "დინამოს" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდი, წევრი
  • საბჭოთა კავშირის ნაკრები, წევრი (1963-1972)
  • საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, თავჯდომარე (1990-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: