შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სპათაგორი, ცაგერის რაიონი (ყოფილი ლეჩხუმის მაზრა). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს; ლენინგრადის ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი 1939 წელს. 1939 წლიდან მსახურობდა არმიაში; II მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო-საზღვაო და საფორტიფიკაციო მშენებლობებს; 1945 წლიდან მუშაობდა შავი ზღვის ფლოტის საინჟინრო სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; 1949 წლიდან იყო სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, იმავე სამმართველოს უფროსი და შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანაშემწე მშენებლობის დარგში 1953 წლიდან; 1964–1969წწ. იყო სარაკეტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე მშენებლობის დარგში და სამხედრო საბჭოს წევრი; 1969–1971წწ. სსრკ თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე; 1971–1974წწ. სსრკ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ექსპერტიზის უფროსი; 1974–1987წწ. სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მშენებლობისა და ჯარების განლაგების დარგში. საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი (1977). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.581 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |