შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ გოკიელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საოპერო–სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით 1943 წელს. 1944-1948წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, ხოლო 1948 წლიდან საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; 1956-1985წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო–სადირიჟორო კათედრაზე; იყო ქართველ კომპოზიტორთა მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი; ავტორია რამდენიმე საორკესტრო ტრანსკრიფციისა; დირიჟორი, პედაგოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.81 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |