შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი გოლიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი მაკვანეთი. დაამთავრა ბაქოს 26 კომისრის სახელობის ქვეითთა სკოლა 1931 წელს; კიევის საავიაციო სკოლა 1938 წელს; კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია 1951 წელს. 1961-1963წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი; 1963 წლიდან სსრკ სამოქალაქო ავიაცისის სამინისტროს ინფორმაციის განყოფილების უფროსი; 1938-1940წწ. მონაწილეობდა სსრკ–ფინეთის ომში; II მსოფლიო ომში; 1945 წელს იაპონიის კვანტურის არმიის განადგურებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ორდენები და მედლები; საბჭოთა არმიის ავიაციის გენერალ–მაიორი (1958). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.84
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |