The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლავრენტი გოლიაძე

ლავრენტი გოლიაძე
სხვა სახელი:კოტე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1909
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1973  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბაქოს 26 კომისრის სახელობის ქვეითთა სკოლა 1931 წელს; კიევის საავიაციო სკოლა 1938 წელს; კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია 1951 წელს.

1961-1963წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი; 1963 წლიდან სსრკ სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ინფორმაციის განყოფილების უფროსი; 1938-1940წწ. მონაწილეობდა სსრკ–ფინეთის ომში; II მსოფლიო ომში; 1945 წელს იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ორდენები და მედლები. ქართველი სამხედრო მფრინავი, საბჭოთა არმიის ავიაციის გენერალ-მაიორი (1958).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.84; სამშობლოს ერთგული შვილები: ქართველები დიდ სამამულო ომში /გ. ყურაშვილი. -თბ., 1965.-გვ.135-138


გააზიარე: