The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გაბელია

ოთარ გაბელია
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1953  (65 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს სოხუმის სუბტროპიკულ მეურნეობათა ინსტიტუტი 1981 წელს.

1963 წელს დაიწყო ფეხბურთის თამაში ქ. ზუგდიდში; 1970-1971წწ. ზუგდიდის "დინამოში", 1972-1973წწ. სოხუმის "დინამოში", 1977–1982წწ. თამაშობდა თბილისის "დინამოში", 1982–1985წწ. ქუთაისის "ტორპედოში". 1985–1989წწ. კვლავ თბილისის "დინამოს" შემადგენლობაშია. 1988–1989წწ. გუნდის კაპიტანი. სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1, სსრკ უმაღლეს ლიგაში 300 მატჩი. 1991–1992წწ. იყო ზუგდიდის "ოდიშის" და 1992–1994წწ. გურჯაანის "ალაზნის" მწვრთნელი. 1995 წლიდან იყო საქართველოს ნაკრების ერთ–ერთი მწვრთნელი. ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე, თბილისის "დინამოსა" და საჭოთა კავშირის ნაკრების წევრი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.520

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1981 - ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი
  • 1979 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1979 - სსრკ საუკეთესო მეკარე
  • 1977 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა , ვერცხლის პრიზიორი
  • 1977 - სსრკ ჩემპიონატი , ვერცხლის პრიზიორი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: