შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია 1902 წელს. 1904–1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში; 1906–1913წწ. მსახურობდა ირკუტსკის, თურქესტანის სამხედრო ოლქებში; 1914–1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; 1918 წლიდან დაინიშნა მე–11 წითელი არმიის შტაბში. 1920 წლიდან იყო აზერბაიჯანის სსრ სამხრეთ საზღვრის სახალხო კომისარიატის სამხედრო ნაწილის უფროსი. მას დავალებული ჰქონდა აზერბაიჯანის წითელი არმიის ჩამოყალიბება. 1923–1928წწ. იყო ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის ჯარების შტაბში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1928 წელს თადარიგში გავიდა. ეწეოდა სამხედრო–პედაგოგიურ მოღვაწეობას. რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებული. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |