The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გაბაშვილი

რევაზ გაბაშვილი
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1882
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1969  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბანიოს სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1902 წელს. სწავლობდა ბელგიის ქალაქ ლიეჟის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში. სამშობლოში სწავლის დასრულებამდე დაბრუნდა. მონაწილეობდა 1905–1907 წლების რევოლუციაში, საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამავე წლებში თანამშრომლობდა ქართველ სოციალისტ–ფედერალისტებთან. 1906 წელს წავიდა ემიგრაციაში. 1907 წელს დაბრუნდა და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე. 1911 წელს ჩამოვიდა საქართველოში. 1912 წელს დააარსა ეროვნულ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი "კლდე". იყო მისი რედაქტორ–გამომცემელი. 1915 წელს, "კლდის" დახურვის შემდეგ, თანამშრომლობდა გაზეთ "საქართველოში".  1914–1918 წლებში, I მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა გორის მაზრაში ტირიფონის ველზე სამხედრო პოლიგონის მოწყობის წინააღმდეგ. ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა მიწა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში (1917 წლის 19–22 ნოემბერი). იყო ქართული ეროვნული საბჭოს – საქართველოს პარლამენტის წევრი. 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში. პოლიტიკური და კოოპერაციული მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ–დემიკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, საბავშვო მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 81

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: