შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილარიონ გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ხოტევი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო–სატრანსპორტო ინსტიტუტი 1929 წელს. 1929-1933წწ. მუშაობდა შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის რკინიგზების მშენებლობაზე; 1993 წლიდან მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, თავდაპირველად უბნის, შემდეგ შახტის უფროსად; 1937-1938წწ. იყო "მოსმრეწვმშენის" ტრესტის მმართველი; 1939 წლიდან მოსკოვის მეტრომშენის უფროსი; 1941-1953წწ. სსრკ მიმოსვლის გზათა სახალხო კომისრის მოადგილე; 1954-1962წწ. სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის მოადგილე; მისი ხელმძღვანელობით ააშენეს სადგურები "Красные ворота" და "Площадь Маяковского"; დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები; მშენებელი ინჟინერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |