შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბიბილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქვემო საქარა, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1941 წელს. 1941 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმსა და ბალტიისპირეთში. თავი გამოიჩინა მდინარე დაუგავის გადალახვისა და მის ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისათვის ბრძოლებში. 1944 წელს გმირულად დაიღუპა მდინარე ნემანის დასავლეთ ნაპირზე წარმოებულ ბრძოლაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.423 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |