The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბერძენიშვილი

მიხეილ ბერძენიშვილი
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:21 ივნისი, 1981  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1928 წელს დაიწყო ფეხბურთის თამაში; 1936-1946 წწ. თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი და თავდამსხმელი; იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრები გუნდების შემადგენლობაში; ჩატარებული აქვს 13 საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრა. 1946 წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა. 1948 წელს იყო თბილისის "დინამოს", შემდეგ თბილისის 35–ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1936), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1939), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1940).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.411

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: