შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჭიჭიკო ბენდელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორაბერეჟოული, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა სევასტოპოლის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი 1937 წელს. II მსოფლიო ომში იბრძოდა კიევისა და კურსკის მისადგომებთან, უკრაინისა და პოლონეთის განთავისუფლებისათვის. მოახდინა 410 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ საჰაერო ბრძოლაში, მოსპო მტრის 30-ზე მეტი თვითმფრინავი. 1941 წელს განახორციელა საჰაერო ტარანი. დაიღუპა სოფელ ბიტენში, ქალაქ კაუნასის მახლობლად. 2008 წლის 6 მაისსს მისი ნეშტი ჩამოასვენეს თბილისში. სოფელ გორაბერეჟოულში არის მისი სახელობის მუზეუმი. გვარდიის მაიორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.396 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |