The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ მიქაბერიძე

ავთანდილ მიქაბერიძე
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1953  (65 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა იენის(გერმანია) ფრ. შილერის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური სიძველეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1976 წელს.

1970-1972წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1977-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, 1982-1991წწ. ხმელთაშუა ზღვის კულტურის კვლევის ლაბორატორიის უმცროსი, ხოლო 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991-1992წწ. ლაბორატორიის გამგე, 1987-1993წწ. ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1997 წლიდან კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წლიდან დღემდე მის მიერვე დაარსებული ათენის ქართულ-ბერძნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1979-1983წწ. საბერძნეთში სასწავლო-სამეცნიერო მივლინების დროს მოაწყო სამეცნიერო ექსპედიციები ათონის მთაზე, პატმოსზე, ხიოსზე, კრეტაზე, სირიაში, იორდანიაში, კვიპროსზე, ეგვიპტეში, პალესტინაში, სადაც მიაკვლია ქართული კულტურის ისტორიისათვის ბევრ უცნობ ან ნაკლებად შესწავლილ მასალას. მის დამსახურებად ითვლება ათონის მთის ქართულ ხელნაწერთა გამოვლენა და ფოტო-ფიქსაცია (1981) კინორეჟისორ გ. პატარაიასთან ერთად. 1996 წელს ქართულ და ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, მოახდინა ჩრდილოეთ საბერძნეთში ახლადგამოვლენილი მონასტრის იდენტიფიკაცია - როდოპის მთის წმ. გიორგის მონასტერი, რითაც ახალი სახელი შესძინა საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სამონასტრო და კულტურულ-საგანმანათლებო კერებს. დასახელებულმა სამეცნიერო აღმოჩენამ უნიკალური მასალებით შეავსო XI-XII საუკუნეების ქართულ-ბიზანტიური დიპლომატიური, სულიერი და კულტურული ურთიერთობების ისტორია, რომლის ცენტრში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ბიზანტიის ქართველი დედოფალი, ბაგრატ IV-ის ასული მარიამ-მართა - ყოფილი ბაგრატიონი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. მისი ინიციატივით საბერძნეთში სამჯერ ჩატარდა ბერძნულ-ქართული სამეცნიერო სიმპოზიუმი ქართული და ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობების საკითხზე (1980წ. - ათენი და პატმოსი, 1989წ. - ათენი, 1997 წ. - თესალონიკე); ხოლო 1999 წელს, საბერძნეთში მოპოვებული დაფინანსებით, 1999 წ. მარტში ქ. ათენში გაიმართა „ქართული მეცნიერებისა და კულტურის კვირეული”, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მრავალრიცხოვანი დელეგაცია როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოდან: გამოჩენილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ქართული საშემსრულებლო მუსიკალური ხელოვნების ვარსკვლავები. აღნიშნული ფორუმის ცენტრში იყო მთავარი ღონისძიება -  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ''ხმელთაშუაზღვის რეგიონი და კავკასია''. ხშირად ატარებს ლექციების კურსს საქართველოსა და ბიზანტიის კულტურების ურთიერთმიმართების საკითხებზე, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: ათენისა და კრეტის უნივერსიტეტები, ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, საბერძნეთის ეროვნული კვლევის ცენტრი, კულტურული საზოგა­დოება "პანორამა", ბენაკის მუზეუმი (საბერძნეთი), მოსკოვისა და ლენინგრადის უნივერსიტეტები, სახელმწიფო ერმიტაჟი, ა. რუბლიოვის მუზეუმი (რუსეთი), ვე­ნისა და ზალცბურგის (ავსტრია), მარბურგის (გერმანია), რომის უნივერსიტეტები (იტალია) და ა.შ. ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ასევე, დოკუმენტური ფილმების "სინას მთის" თანააავტორი და "აფროდიტეს კუნძულის ქართული სიძველენის" სცენარის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - " ემილიუს ბლოსიუს დრაკონციუსი და მისი "მედეა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 234; ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი : www.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ათენის ჯანმრთელობის ცენტრი", დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • "კლასიკური ხელოვნების ინსტიტუტი - აპოლონ", დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი
  • ასოციაცია "დიოსკურია"("მშვიდობიანი, დიალოგის აფხაზეთი"), დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე
  • ასოციაცია "მსოფლიო ფილოსოფიური ფორუმი", გენერალური მდივანი
  • ასოციაცია "საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმი", ვიცე-პრეზიდენტი
  • საბერძნეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების UNESCO -ს ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საბერძნეთის სახელმწიფო ტელე-რადიომაუწყებლობის ქართულენოვანი რადიო "ივერია", მთ. რედაქტორი
  • ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი "კავკასია", დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე
  • ქ. ათენის ქართული ინსტიტუტი, დამფუძნებელი და დირექტორი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ღირსების ორდენი
  • 2016 - ზესტაფონის საპატიო მოქალაქე
  • 2015 - საქართველოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპატიო სიგელი და მედალი, "ჩვენ გვაძლიერებს ყოველივე, რაც გვაერთიანებს"
  • 2014 - საბერძნეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების UNESCO -ს ასოციაციის სიგელი და მედალი
  • 2010 - ქ. თბილისის მერიის საპატიო სიგელი და მედალი, "ქართული კულტურის ამაგდარი"
  • 2010 - კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

გააზიარე: