The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გუნცაძე

დავით გუნცაძე
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1861
გარდაცვ. თარიღი:1922  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი შუა კვალითი.

დაამთავრა ელიზავეტგრადის(უკრაინა) სამხედრო პროგიმნაზია; კიევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი 1880 წელს.

1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ იაპონიისა და 1914-1918წწ. I მსოფლიო ომებში; 1890 წელიდან მეთაურობდა ტამანის, 1912 წლიდან ლაპლანდიის 97–ე ქვეით პოლკს, 1915 წლიდან 53-ე ქვეით დივიზიას; 1917 წლის ნოემბერ–დეკემბერში იყო მე–12 არმიის სარდალი; 1920 წლიდან იყო ემიგრაციაში; დაჯილდოებულია სხვადასხვა ხარისხის ორდენებითა და მედლებით; რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი (1917).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.206

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი

გააზიარე: