შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან გურიელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ ჩაირიცხა ლაიბგვარდიის კავკასიის ესკადრონში. 1844-1851წწ. იყო ცალკე კავკასიის კორპუსში და იბრძოდა დაღესტანში (საკორდონო ხაზზე), ჩანჩეთში, რისთვისაც კაპიტნის ჩინი მიიღო; 1852-1853წწ. ქუთაისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლი; ყირიმის ომის დროს (1853-1856) მეთაურობდა დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთაგან ჩამოყალიბებულ სახალხო ლაშქარს; 1853-1854წწ. მიჯნაზე სოფელ შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს, გამოავლინა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა, განსაკუთრებული სამხედრო საზრიანობა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენერალ ი. ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებებს 1855 წლის 27 მაისს ნიგოთისა და 27 ივლისს ჩოლოქის ბრძოლებში; 1877-1878წწ. რუსეთ–ოსმალეთის ომში კიდევ ერხელ გამოავლინა სამხედრო გამოცდილება; იგი მეთაურობდა იმერეთის რაზმს, რომელმაც თავი გამოიჩინა სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში; 1879 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ; ნაყოფიერად მუშაობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში, მატერიალურად ეხმარებოდა შემოქმედ ახალგაზრდობას. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–ლეიტენანტი (1879), გენერალ–მაიორი (1865). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |