The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გურიელი

ლევან გურიელი
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1824
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 1888  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ ჩაირიცხა ლაიბგვარდიის კავკასიის ესკადრონში.

1844-1851წწ. იყო ცალკე კავკასიის კორპუსში და იბრძოდა დაღესტანში (საკორდონო ხაზზე), ჩანჩეთში, რისთვისაც კაპიტნის ჩინი მიიღო; 1852-1853წწ. ქუთაისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლი; ყირიმის ომის დროს (1853-1856) მეთაურობდა დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთაგან ჩამოყალიბებულ სახალხო ლაშქარს; 1853-1854წწ. მიჯნაზე სოფელ შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს, გამოავლინა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა, განსაკუთრებული სამხედრო საზრიანობა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენერალ ი. ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებებს 1855 წლის 27 მაისს ნიგოთისა და 27 ივლისს ჩოლოქის ბრძოლებში; 1877-1878წწ. რუსეთ–ოსმალეთის ომში კიდევ ერხელ გამოავლინა სამხედრო გამოცდილება; იგი მეთაურობდა იმერეთის რაზმს, რომელმაც თავი გამოიჩინა სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში; 1879 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ; ნაყოფიერად მუშაობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში, მატერიალურად ეხმარებოდა შემოქმედ ახალგაზრდობას. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–ლეიტენანტი (1879), გენერალ–მაიორი (1865).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი

გააზიარე: