The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ გუცაევი

ვლადიმერ გუცაევი
Date of birth:21 December, 1952  (71 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედაგორა, ახალგორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1976 წელს და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1971-1986წწ. იყო თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი; 1987-1990წწ. თბილისის "დინამოს" (1992 წლიდან "იბერიის") გუნდის უფროსი; 1991-1994წწ. კვიპროსისი "ანორთოსისის" მენეჯერი და უფროსი მწვრთნელი; 1995 წელს ვლადიკავკაზის "ალანიის" გენერალური მენეჯერი; 1996-1997წწ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი; 1998-1999წწ. საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი; 1999-2000წწ. ვლადიკავკაზიის "ალანიის"  უფროსი მწვრთნელი; 2001-2002წწ. ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მენეჯერი; 2002-2004წწ. საფეხბურთო კლუბ "მცხეთის" პრეზიდენტი; ჩატარებული აქვს: საკავშირო  ჩემპიონატებში 303 (47 გოლი), სსრ კავშირის თაისის გათამაშებაში 45 (10 გოლი), საერთაშორისო შეხვედრებში 89 (18 გოლი), მ. შ. ევროპის საკლუბო ტურნირებში 34 (8 გოლი, მატჩი სსრკ ნაკრების შემადგენლობნაში ითამაშა 11 მატჩი (1 გოლი); ექვსჯერ იყო დასახელებული სიაში "33 საუკეთესო"; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; არის საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს (1971, 1976, 1981), ვერცხლის (1997) და სსრკ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის (1983) მედლების, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი. ფეხბურთელი (თავდამსხმელი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.235; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 141; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.121

Member of Organizations

  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1981 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1979 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1978 - სსრკ ჩემპიონი
  • 1976 - სსრკ თასის მფლობელი
  • 1976 - ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდებს შორის)

Share: