The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკი

დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკი
დაბადების თარიღი:1799
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1845  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლაზარეს სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანკტ–პეტერბურგი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების წელი 1799 ან 1800. მცირეწლოვანი დიმიტრი, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა ალექსანდრე დაპატიმრებული ჰყავდა იმერეთის მეფეს სოლომონ II–ს, რომელსაც სურდა დაეცვა ტახტი პოტენციური პრეტენდენტებისაგან. 1811 წელს პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ დასახლდა რუსეთში. 1816 წელს დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო ლიტვის ულანთა პოლკში. 1817 წლიდან მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828–1829წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1833 წელს დაინიშნა კურლანდიის, ხოლო 1837 წელს გროდნოს ლაიბ-გვარდიის ჰუსართა პოლკების მეთაურად. 1836 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი. 1845 წლიდან მეთაურობდა II მსუბუქ ცხენოსანთა დივიზიას. რუსეთის არმიის გენერალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.321


გააზიარე: