შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების წელი: 1796 ან 1797 წელი; ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი იყო რუსეთის არმიის გენერალ–ადიუტანტი, კავალერიის გენერალი, იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილთაშვილი, გიორგი ბატონიშვილის ძე. იგი იმერეთის მეფე სოლომონ II–მ დააპატიმრა, როგორც ტახტის პოტენციური პრეტენდენტი; 1811 წელს, პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ დასახლდა რუსეთში, დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო კორნეტად ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828-1829წწ. რუსეთ–ოსმალეთის ომში როგორც ნიჭიერმა სამხედრო მოღვაწემ. მეთაურობდა ცხენოსანთა დივიზიას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.320
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |