The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

დაბადების თარიღი:1796
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1862  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლაზარეს სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანკტ–პეტერბურგი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების წელი: 1796 ან 1797 წელი; ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი იყო რუსეთის არმიის გენერალ–ადიუტანტი, კავალერიის გენერალი, იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილთაშვილი, გიორგი ბატონიშვილის ძე. იგი იმერეთის მეფე სოლომონ II–მ დააპატიმრა, როგორც ტახტის პოტენციური პრეტენდენტი; 1811 წელს, პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ დასახლდა რუსეთში, დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო კორნეტად ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. თავი გამოიჩინა 1828-1829წწ. რუსეთ–ოსმალეთის ომში როგორც ნიჭიერმა სამხედრო მოღვაწემ. მეთაურობდა ცხენოსანთა დივიზიას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.320


გააზიარე: