The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან ბაგრატიონი

რომან ბაგრატიონი
ოფიციალური სახელი:რევაზ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:ოქტომბერი, 1778
გარდაცვ. თარიღი:1834  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესია, თბილისი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი, დაღესტანი.

რომან (რევაზ) ივანეს ძე ბაგრატიონი იყო რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, მხედარმთავარ პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმა. საქართველოს ამბებით დაინტერესებული 1806 წელს პეტრე ბაგრატიონის დავალებით სამშობლოში ჩამოვიდა აქაური ვითარების შესასწავლად და თავადაზნაურობის პოზიციის გასარკვევად. რუსეთთან საქართველოს შეერთებით უკმაყოფილო თავადებმა თავიანთი სურვილები თხოვნის სახით ჩამოაყალიბეს და პეტრე ბაგრატიონისათვის გადასაცემად მას ჩააბარეს. ამან შეაშფოთა საქართველოს რუსეთის მმართველობა. მთავარმართებლის მოთხოვნით რომან ბაგრატიონი სასწრაფოდ რუსეთს გაიწვიეს. მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. XIX საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატიონი კავკასიის არმიაში მსახურობდა და ირან–თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა. იგი თბილისში დასახლდა. მისი სახლი გადაიქცა სალონად, სადაც იკრიბებოდა თბილისის მოწინავე საზოგადოება. 1832 წელს ბაგრატიონის სახლში დაიდგა ალექსანდრე გრიბოედოვის კომედია "ვაი–ჭკუისაგან".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.320; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.23


გააზიარე: