The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე აფხაზი

დაბადების თარიღი:1785
გარდაცვ. თარიღი:1831  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1800 წელს ჩაირიცხა ეგერთა მე-17 პოლკში; 1810–1820 წლებში მსახურობდა კავკასიის გრენადერთა პოლკში. 1820 წელს პოდპოლკოვნიკის წოდებით საქართველოს ეგერთა 44–ე პოლკის მეთაური, 1822 წლიდან პოლკოვნიკი, 1827 წლიდან გენერალ–მაიორი. იბრძოდა ომარ-ხანის წინააღმდეგ(1800, ნიახურის ბრძოლა). მონაწილეობდა ყარაბაღის(1805), ყარაბაბის(1808), ასლანდუზისა(1812) და ლენქორანის(1813) ბრძოლებში. 1812 წელს მონაწილეობდა კახეთის აჯანყების ჩახშობაში. 1820 წლიდან იყო ეგერთა 44-ე პოლკის უფროსი, 1822 წლიდან–იმერეთის, 1827 წლიდან აზერბაიჯანის პროვინციების(ყარაბაღი, ნუხა, შირვანი) მმართველი. თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა ადმინისტრატორმა. რუსეთ-ირანისა 1826-1828 წლების და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების დროს ჩაშალა აგენტების ცდა რუსეთის წინააღმდეგ აეჯანყებინათ ამიერკავკასიის მაჰმადიანური პროვინციების მოსახლეობა. 1830 წელს დაინიშნა ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო ექსპედიციის უფროსად და დიდი როლი შეასრულა ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაში. იყო ვლადიკავკაზის კომენდანტი, შემდეგ გაიწვიეს პოლონეთში (გარდაიცვალა გზაში). 30–იანი წლების დასაწყისში თბილისში მოქმედი საიდუმლო პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ მასზე. იგი საქართველოს ჯარების მხედართმთავრის თანამდებობაზე ერთ–ერთი კანდიდატი იყო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.256

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ოქროს დაშნა
  • მეოთხე ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: