შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალენტინ აფაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფახულანი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის ქვეითთა სამხედრო სკოლა 1928 წელს, 1948 წელს 1947-1948 წლებში დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული დივიზიის მეთაურთა კურსები. 1922-1924 წლებში იბრძოდა შუა აზიაში ბასმაჩების წინააღმდეგ. 1940 წლიდან მეთაურობდა 112-ე მსროლელთა დივიზიის 524-ე მსროლელ პოლკს. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბალტიისპირეთში. 1941 წლის ივლისში მძიმედ დაიჭრა. განკურნების შემდეგ იყო პოდოლსკის სამხედრო სასწავლებლის უფროსი. 1953-1960 წლებში მუშაობდა სსრკ თავდაცვის სამინისტროს აპარატში. 1960 წლიდან თადარიგში გავიდა. რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე, გენერალ-მაიორი (1945). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.246 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |