The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი აბაშვილი

გიორგი აბაშვილი
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:26 სექტემბერი, 1982  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სერაფიმის სასაფლაო, სანქტ–პეტერბურგი, რუსეთის ფედერაცია
კატეგორია:მეზღვაური, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის  სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი(1931), სამხედრო–საზღვაო აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები(1949).

მსახურობდა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსნებზე "ვოლოდარსკი"(1931–1932), "ლენინი"(1932–1934) ვახტის შტურმანად. იყო ტორპედოიანი კატარღა "პურგას"(1936), საესკადრო ნაღმოსნის(1938), საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონის(1939) და კრეისერ "მაქსიმ გორკის"(1944) მეთაური. სსრკ–ფინეთის(1939–1940) და  სსრკ–გერმანიის(1941–1945) ომების აქტიური მონაწილე. თავი გამოიჩინა  ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის(1943) ბრძოლებში. მონაწილეობდა ტალინის, კრონშტადტის, ლენინგრადის დაცვაში. იყო  ბალტიის ფლოტის ესკადრის სარდალი(1949), ტალინის სამხედრო–საზღვაო ბაზის მეთაური(1950), ბალტიის ფლოტის სარდლის პირველი მოადგილე(1954). 1960–1962 წლებში მუშაობდა კუბაში. 1962 წელს კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე. ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. 1963 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის სისტემაში. 1971 წელს თადარიგში გავიდა. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი.  ვიცე–ადმირალი(1954), სამხედრო–საზღვაო მეცნიერებათა კანდიდატი(1964), სამხედრო–საზღვაო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.17

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ესტონეთის სსრ II-III მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ადმირალ პავლე ნახიმოვის სახელობის II ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: