The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო აბაშიძე

დოდო აბაშიძე
ოფიციალური სახელი:დავით აბაშიძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 1990  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1956 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც ითამაშა 20–ზე მეტ პიესაში. პეპო(გ. სუნდუკიანის "პეპო"), როლერი(ფ. შილერის "ყაჩაღები"), გიორგი(ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივის" მიხედვით), გოდუნი(ბ. ლავრენიევის "რღვევა") და სხვ. 1956 წლიდან იყო კინოსტუდია  "ქართული ფილმის" მსახიობი. კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბიჭიკო("ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილი("ბაში–აჩუკი", 1956), უშანგი("მე ვიტყვი სიმართლეს", 1957), დღვირა("თეთრი ქარავანი", 1963), ალუდა("ხევსურული ბალადა", 1965), ომარ მარღანია("მაცი ხვიტია", 1966), სოსანა("დიდი მწვანე ველი",1967), ბაჩუა("ტარიელ გოლუა", 1968), თავადი გენერალი ვამეხ ვახვარი("არ იდარდო"! 1968), მამამზე ერისთავი("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), ალექსანდრე("სინათლე ჩვენს ფანჯრებში",1969), გუჯა("მეზობლები", 1970), ნიკო("როცა აყვავდა ნუში", 1972),პოლიციის პრისტავი("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ნესტორ კალანდარიშვილი("ციმბირელი პაპა", 1973), იასონი("პირველი მერცხალი", 1975), ირაკლი რაზმაძე("საქმე გადაეცემა სასამართლოს", 1975), ექიმი გაბრიელი("მწვერვალი", 1976), ვარლამი("რაჭა, ჩემი სიყვარული", 1977), სეთური("დათა თუთაშხია", 1977), ყვარყვარე("ყვარყვარე", 1978), სიმონი("ქორწინება იმერულად", 1979), პაატა პატონიშვილი("წიგნი ფიცისა", 1983), ოსმან–აღა და მესტვირე("ამბავი სურამის ციხისა", 1984, ფილმი დაჯილდოებულია პრიზებით საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე), გიორგი("ფესვები", 1987) და სხვ. სერგო ფარაჯანოვთან ერთად 1984 წელს გადაიღო ფილმი "ამბავი სურამის ციხისა", 1988 წელს კი "აშიკ-ქერიბი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.20

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ)
  • 1976 - ფრუნზეს მეოთხე საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "პირველი მერცხალი"
  • 1976 - მინსკის სპორტული ფილმების მეექვსე საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "პირველი მერცხალი"
  • 1975 - თეირანის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "ოქროს ჯიხვი" , მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ფილმი "პირველი მერცხალი"
  • 1970 - მინსკის მეოთხე საკავშირო კიმოფესტივალი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დიპლომი და პრემია - ფილმი "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"
  • 1968 - ამიერკავკასიის რესპუბლიკების(ერევანი) და უკრაინის მეორე კინოფესტივალი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის -ფილმი "დიდი მწვანე ველი"
  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: