შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს. კინოში მისი დებიუტი შედგა ნ. პიპინაშვილის ფილმში "ქაჯანა" (პატარა კატო) 1941 წელს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: იუტა ("ოქროს ბილიკი", 1945), ნაზიბროლა ("აკაკის აკვანი", 1947), ყვავილებიანი გოგონა ("ქეთო და კოტე", 1948), ნინო ("გაზაფხული საკენში", 1950), მარინე ("ჭრიჭინა", 1954), ლელა ("ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", 1954), ლია ("აბეზარა", 1956), მანანა ("ჩვენი ეზო", 1956), მაია ("მაია წყნეთელი", 1959), მზია ("სად არის შენი ბედნიერება მზია?", 1959), დაგმარა ("მე ვიცეკვებ", 1963, "აზერბაიჯანფილმი"), ძიძია ("ხევისბერი გოჩა",1964), ნინო ("შეხვედრა წარსულთან", 1966), ლალი–მზევინარი ("შეხვედრა მთაში", 1966), ვარდისახარი ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), ქეთევანი ("მოლოდინი", 1969, სცენარის თანაავტორი), ლეილა ("გასეირნება თბილისში", 1976), მანანა ("ორომტრიალი", 1986) და სხვ. 1980 წელს ლეილა აბაშიძემ, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო ფილმი "თბილისი–პარიზი–თბილისი". არის მხატვრული ფილმების "მოლოდინი" (1970) და "კოშკები სდუმან" (1978) სცენარის ავტორი. 1968 წელს დაჯილდოვდა ლენინგრადის III საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრიზით ფილმში –"შეხვედრა წარსულთან", ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 1997 წელს ტოკიოს II მსოფლიო კინო ფესტივალის I პრიზით. 2009 წელს გაიხნა ლეილა აბაშიძის სახელობის საპატიო ვარსკვლავი კინოთეატრ რუსთაველის წინ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.24; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.270 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |