The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ აბაშიძე

ნიკოლოზ აბაშიძე
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1897
გარდაცვ. თარიღი:28 აპრილი, 1965  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

სწავლობდა ხონის გიმნაზიაში 1907–1917 წლებში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამედიცინო ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

1926–1935 წლებში იყო ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის, რკინიგზის ლაბორატორიის და პორტის კარანტინის უფროსი, აჭარის მთავარ საავადმყოფოში ლაბორატორიის და პასტერის ქვესადგურის გამგე. 1935–1952 წლებში მუშაობდა თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა 1936 წელს. 1941 წლიდან იყო ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1952–1965 წლებში  საქართველოს რესპუბლიკის სერიოლოგიური ლაბორატორიის მთავარი ექიმი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეორე რანგის სამხედრო ექიმი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.24

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1946 - მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • 1942 - საპატიო ნიშნის ორდენი, საწარმოო–ეპიდემიის საწინააღმდეგო მუშაობისათვის

გააზიარე: