The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტასო აბაშიძე

ტასო აბაშიძე
ოფიციალური სახელი:ანასტასია აბაშიძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1881
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 1958  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია. პროფესიული განათლება მიიღო პარიზში, ედ. შავანის მუსიკისა და დეკლამაციის სასწავლებელში.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1899 წელს თბილისის ქართულ დრამატულ დასში(სადებიუტო როლი მაშო, ნ. აზიანის "ფული და ხარისხი"). 1921 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1926–1927 წლებში მოღვაწეობდა ჭიათურის და საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1934-1948 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გაიანე(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნუცა(ვ. გუნიას "აღლუმი"), ბეატრიჩე(უ. შექსპირის "აურზაური არაფრის გამო"), დირინა(მოლიერის "ტარტიუფი"), ჟიზეფი(ბაიარისა და ვანდერბურხის "პარიზელი ბიჭი"). მონაწილეობდა ოპერეტებსა და საოპერო სპექტსკლებში, მღეროდა კარმენის(ბიზეს "კარმენი"), ქერუბინოს (მოცარტის "ფიგაროს ქორწინება"), ბეტინას(ოდრანის "მასკოტა"), პერიკოლას(ოფენბახის "მოჭიკჭიკე ჩიტები"–"პერიკოლა") არიებს. იყო საუკეთესო ტრავესტი. ვასო აბაშიძისა და მაკო აბაშიძე–საფაროვას ქალიშვილი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.25

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: