შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ აბრამაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა სტალინგრადის სამხედრო–საავიაციო სკოლა 1940 წელს. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, ჩამოაგდო მტრის 4 თვითმფრინავი. სტალინგრადის ფრონტზე სათავეში ედგა გამანადგურებელთა ესკადრილიას, შეასრულა 150–მდე საბრძოლო გაფრენა, მოსპო მტრის 5 თვითმფრინავი. 1942 წლის 30 ნოემბერს მტრის აეროდრომზე თავდასხმის დროს თვითმფრინავი დაუზიანდა, ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია, ალმოდებული თვითმფრინავით აეროდრომზე განლაგებული ტექნიკა ააფეთქა და თვითონაც დაიღუპა. დიდ სამამულო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით ნიკოლოზ აბრამიშვილის ყოფილი სამხედრო ნაწილის ოფიცერთა რეკომენდაციით, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის 1995 წლის 21 სექტემბრის ბრძანებულებით, მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენითა და სხვა ჯილდოებით. გვარდიის კაპიტანი. მფრინავი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.32; airaces.narod.ru; warheroes.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |