შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მუხრან მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1956 წლიდან ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1957–1963წწ. მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგედ; 1963–1964წწ. ჟურნალ "პიონერის" მთავარ რედაქტორად; 1967–1982წწ. ჟურნალ "დილის" მთავარ რედაქტორად; 1982–1988წწ. ალმანახ "საუნჯის" მთავარ რედაქტორა; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული. მისი პოეზიის ესთეტიკას განსაზღვრავს მისი მოქალაქეობრივი კრედო, შეურიგებლობა და წინააღმდეგობაში ყოფნა არსებულ რეალობასთან. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩეხურ, პოლონურ, ბულგარულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. პოეტი - აკადემიკოსი. მ. მაჭავარიანის სრული ბიბლიოგრაფიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში: catalog.nplg.gov.ge წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. -გვ. 514; burusi.wordpress.com; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 242; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.609-610 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |