შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოდერძი ჩოხელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩოხი, დუშეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან გადავიდა კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში; 1979 წლიდან იწყებს მუშაობას კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად; 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი "წერილი ნაძვებს" (1980); წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა; 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: "ბინდისფერი ხეობა" (1981), "თევზის წერილები" (1989), "შემინახე, დედაო მიწავ!" (1991), "სულეთის კიდობანი", "არჩევნები სასაფლაოზე"; ლექსების კრებული "ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე "შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: "მგელი" (1988), "მღდვლის ცოდვა" (1990), "ადამიანთა სევდა" (1984), "სულეთის კიდობანი". გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი. კინორეჟისორი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.359 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |