შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ოცხელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1868 წელს; ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1892 წელს. 43 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას: 1893-1905წწ. - თბილისის ვაჟთა III გიმნაზიაში; 1905-1921წწ. - ქუთისის ქართულ გიმნაზიაში; 1921-1924წწ. - ქუთაისის მეექვსე ცხრაწლედში და სამეურეო-ეკონომიურ ტექნიკუმში; 1933-1937წწ. იგი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი იყო. ამ პერიოდის საქართველოში მძიმედ იდგა სკოლებიდან ქართული ენის განდევნის საკითხი. მოწინავე ქართველი პედაგოგების გადაუდებელ ამოცანას შეადგენდა ქართულ ენაზე სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენა. სიმონ ოცხელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სკოლების გაეროვნულობის საქმეში. სწორედ მან შეადგინა დაწყებითი და საშუალო სკოლებისათვის ქართული სახელმძღვანელოები: "ელემენტარული ალგებრა საშუალო სასწავლებლებისათვის" (ქ. ქუთაისი, 1917), "არითმეტიკის ამოცანებისა და მაგალითების კრებული პირველდაწყებითი სკოლებისათვის" (1919), პ. წულუკიძესთან ერთად არითმეტიკულ ამოცანათა კრებული II, III, IV ჯგუფებისათვის (1925 ); ს. ეზიკაშვილთან ერთად "გეომეტრიულ ამოცანათა კრებული" (1926), "რუსული ენის სახელმძღვანელო ქართული დაწყებითი კლასებისათვის" და სხვ. აქტიურად მონაწილეობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სახელით გატარებულ ყველა ღონისძიებაში. ცნობილი ქართველი პედაგოგი და სახელმძღვანელოების ავტორი. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.114 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |