The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ოცხელი

სიმონ ოცხელი
დაბადების თარიღი:1868
გარდაცვ. თარიღი:1937  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1868 წელს; ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1892 წელს.

43 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას: 1893-1905წწ. - თბილისის ვაჟთა III გიმნაზიაში; 1905-1921წწ. - ქუთისის ქართულ გიმნაზიაში; 1921-1924წწ. - ქუთაისის მეექვსე ცხრაწლედში და  სამეურეო-ეკონომიურ ტექნიკუმში; 1933-1937წწ. იგი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი იყო. ამ პერიოდის საქართველოში მძიმედ იდგა სკოლებიდან ქართული ენის განდევნის საკითხი. მოწინავე ქართველი პედაგოგების გადაუდებელ ამოცანას შეადგენდა ქართულ ენაზე სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენა. სიმონ ოცხელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სკოლების გაეროვნულობის საქმეში. სწორედ მან შეადგინა დაწყებითი და საშუალო სკოლებისათვის ქართული სახელმძღვანელოები: "ელემენტარული ალგებრა საშუალო სასწავლებლებისათვის" (ქ. ქუთაისი, 1917), "არითმეტიკის ამოცანებისა და მაგალითების კრებული პირველდაწყებითი სკოლებისათვის" (1919), პ. წულუკიძესთან ერთად არითმეტიკულ ამოცანათა კრებული II, III, IV ჯგუფებისათვის (1925 ); ს. ეზიკაშვილთან ერთად "გეომეტრიულ ამოცანათა კრებული" (1926), "რუსული ენის სახელმძღვანელო ქართული დაწყებითი კლასებისათვის" და სხვ. აქტიურად მონაწილეობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სახელით გატარებულ ყველა ღონისძიებაში. ცნობილი ქართველი პედაგოგი და სახელმძღვანელოების ავტორი.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.114 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1895-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: