The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ყიფიანი

ელენე ყიფიანი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1855
გარდაცვ. თარიღი:1890  (34 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმ. გიორგის ეკლესია, ქუთაისი
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი.

ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი. გვერდში ამოუდგა მამას, რომელიც იბრძოდა იმ დროს ჩვენი თეატრის აღდგენისათვის, ლიტერატურისა და მწერლობის განვითარებისათვის, ქართული წიგნის და წერა-კითხვის გავრცელებისათვის. მათ ოჯახში მზადდებოდა სპექტაკლები, ტარდებოდა რეპეტიციები და ყველა ამ წარმოდგენების აქტიური მონაწილენი იყვნენ დიმიტრის შვილები - ელენე, კოტე, ნიკოლოზი. ელენე გამოდიოდა სცენაზე, თამაშობდა ყოველნაირი ხასიათის როლს. იგი ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც სცენაზე გამოსვლით და თავისი ნიჭიერი თამაშით ხელი შეუწყო ქართული თეატრის აღორძინებას. იგი მუდმივი წევრი იყო 1873 წელს თბილისში შექმნილი თეატრალური დასის. მისი ინიციატივით შედგა ქალების პატარა წრე, რომლებმაც მიზნად დაისახეს უცხო ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა. პირველი კრებული დაიბეჭდა 1874 წელს. კრებული გამოდიოდა სახელწოდებით "თარგმანი საამო საკითხავ თხზულებათა". ამ კრებულში მან პირველად გამოაქვეყნა თავისი თარგმანები: ვიქტორ ჰიუგოს "პარიზელი ბიჭი", როსელის "უკანასკნელი წლები" და სხვ. იგი მრავალი საზოგადოებრივი საქმიანობის მოთავე და აქტიური მონაწილე იყო, დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ გალობასა და ცდილობდა გალობის ხმები ფირფიტებზე გადაეღო. იგი იყო ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზრუნავდა მოსწავლეების სწავლა-განათლებაზე, ეხმარებოდა მათ მატერიალურად, ამარაგებდა მათ სასწავლო ნივთებით და სხვ. თავისი თარგმანებით იგი ხელს უწყობდა ახალგაზრდობაში პატრიოტული გრძნობის გაღვიძებას, ახალ თობას აინტერესებდა და აცნობდა უცხო ხალხების ლიტერატურას. 

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net


გააზიარე: