The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ დუმბაძე

დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1854
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 1927  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ახალი ბულონის სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი.

ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. იყო ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის, ანტონ დუმბაძის შვილი. მისი ძმები, იოსები, სამსონი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ. 1876 წლიდან მსახურობდა არმიაში; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1896 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი; 1902-1904წწ. მეთაურობდა ხოჯენტის სარეზერვო ბატალიონს; 1904-1907წწ. 49-ე ბრესტის ქვეით პოლკს; 1906 წლიდან მიიღო გენერლ-მაიორის ჩინი; 1911 წლიდან ხელმძღვანელობდა მე-3 გრენადერთა დივიზიის 1-ლ ბრიგადას. გარდაიცვალა პარიზში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.509


გააზიარე: