The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ დუმბაძე

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1866
გარდაცვ. თარიღი:1938  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა  თბილისის კადეტთა კორპუსი და გენერალური შტაბის აკადემია.

მსახურობდა კავკასიის სამხრეთ ოლქის შტაბში; 1915 წლიდან მუშაობდა ქ. ომსკის სამხედრო ოლქის მთავარ ინჟინრად; XX საუკუნის 30-იან წლებში დააპატიმრეს; 8 წელიწადი სასჯელს იხდიდა ბუტურკის ციხეში (მოსკოვი); რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1915).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.511

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: