შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ სულაკაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1951 წელს. 1957–1970წწ. მუშაობდა ჟურნალ "მნათობში" განყოფილების გამგედ, 1970–1971წწ. პასუხისმგებელ მდივნად; 1971–1981წწ. გამომცემლობა "ნაკადულში" დირექტორად; 1981 წლიდან ჟურნალ "მნათობის" მთავარ რედაქტორად. პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს "ლიტერატურულ გაზეთში" დაიბეჭდა. ლექსთა პირველი წიგნი 1951 წელს გამოსცა. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული" (1956), "საგზალი" (1959), "ოთხივე მხრიდან" (1975), "სიჩუმე" (1978), "ლექსები" (1980), პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" (1957), "ბიჭი და ძაღლი" (1966), "ოქროს თევზი" (1966), "სალამურას თავგადასავალი" (1969 ), "ლუკა" (1972), "თეთრი ცხენი" (1984). გამოქვეყნებული აქვს ლექსების ათამდე კრებული, პროზა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ.,1985.-გვ.599; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი: buki.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.416 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |