The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ხოშტარია

აკაკი ხოშტარია
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1932  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტერბურგის სასოფლო-სამეურნეო აკადემია.

პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია და სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში; მის მფლობელობაში იყო ორი დიდი კომერციული ორგანიზაცია: სანავთობე ამხანაგობა "რუპენტო" და თურქულ-სპარსული "ხოშტარიას ბანკი", ასევე მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა; 1918 წელს მან თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასვლის წინ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ქართველ ხალხს საჩუქრად დაუტოვა; ამ სახლში შემდგომში განთავსდა მწერალთა სახლი; მისი ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა მთელი შავიზღვისპირეთის ბულვარებისა და ბაღების გაშენება-რეკონსტრუქცია, რომელთა შორისაა - ბათუმის ბულვარი, გაგრის პარკი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი; იგი აქტიურ ეწეოდა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას; 1907 წელს თბილისში ახლადშექმნილ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა; 1920 წელს მანვე შეიძინა საზღვარგარეთ 4 სამხედრო გემი და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადასცა საჩუქრად; აფინანსებდა ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ; მრეწველი, ქველმოქმედი.

წყარო: ხოშტარია აკაკი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.217-218; საქართველოს ქველმოქმედები XIX საუკუნე : საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედების ირგვლივ შექმნილი კალაენდარი : საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა .- თბ.,.-გვ.8



გააზიარე: