The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა კეტაშვილი

გელა კეტაშვილი
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1988 წელს.

1983 წელს თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში". 1984–1990წწ. იყო  თბილისის "დინამოში". უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 164 მატჩი (4 გოლი); სსრკ ოლიმპიური ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი (1988, სეული), ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი. 2–ჯერ დაასახელეს საუკეთესო მცველად სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. ფეხბურთელი. 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.591; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.121

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1988 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: