შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1892 წელს და შევიდა სამხედრო სამსახურში. პოდპორუჩიკის ჩინით დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1895 წელს; მიხეილის საარტილერიო აკადემია 1903 წელს და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა 1907 წელს. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ცხენოსან არტილერიაში. 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. პირველი მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა კაუშენის ბრძოლაში(1914 წლის 6 აგვისტო) და გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. მეთაურობდა კავალერგარდის პოლკს, გვარდიის კავალერიის ბრიგადას, დივიზიას. 1917 წლის აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მე-3 არმიული კორპუსის მეთაურად და მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1917 წელს ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ქართული არმიის რიგებში ჩადგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით იმყოფებოდა ანკარაში, საიდანაც, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გადასახლდა. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ემიგრანტულ ორგანიზაციებში. ქსნის ერისთავთა შთამომავალი, ქართველი სამხედრო-მოღვაწე. პოლკოვნიკი(1908), გენერალ-ლეიტენანტი (1917). ქართველი სამხედრო-მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.54 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |