The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ერისთავი

ალექსანდრე ერისთავი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1873
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 1955  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენ–ჟენევიევ დე ბუას სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1892 წელს და შევიდა სამხედრო სამსახურში.  პოდპორუჩიკის ჩინით დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1895 წელს; მიხეილის საარტილერიო აკადემია 1903 წელს და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა 1907 წელს. 

მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ცხენოსან არტილერიაში. 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. პირველი მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა კაუშენის ბრძოლაში(1914 წლის 6 აგვისტო) და გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. მეთაურობდა კავალერგარდის პოლკს, გვარდიის კავალერიის ბრიგადას, დივიზიას. 1917 წლის აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მე-3 არმიული კორპუსის მეთაურად და მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1917 წელს ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ქართული არმიის რიგებში ჩადგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით იმყოფებოდა ანკარაში, საიდანაც, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გადასახლდა. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ემიგრანტულ ორგანიზაციებში. ქსნის ერისთავთა შთამომავალი, ქართველი სამხედრო-მოღვაწე. პოლკოვნიკი(1908), გენერალ-ლეიტენანტი (1917). ქართველი სამხედრო-მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.54

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იმპერატორ ნიკოლოზ II-ის წმინდა ხსოვნის დამცველთა კავშირი, თავმჯდომარე
  • რუს სამხედრო ინვალიდთა კავშირი, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • იტალიის წმინდა მავრიკისა და ლაზარეს ორდენის კომანდორთა ჯვარი
  • ესპანეთის იზაბელას ორდენის კომანდორთა ჯვარი
  • საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორთა ჯვარი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

გააზიარე: