The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კოსტავა

თამაზ კოსტავა
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

 დაამთავრა თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი 1980 წელს.

1973–1974წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", 1974–1982წწ. იყო თბილისის "დინამოს" მცველი, უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 131 მატჩი, სსრკ ნაკრებში – 3 მატჩი, სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი. 1981 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასი. ორჯერ შევიდა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.611; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.163

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1981 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: