The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეფემია მესხი

ეფემია მესხი
Date of birth:11 July, 1862
Date of death:28 February, 1941  (at 78 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1882 წელს პირველად გამოვიდა სცენაზე თბილისის პროფესიულ თეატრში მაკო საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე და შეასრულა ლუიზას როლი ბაიარისა და ვარერბუხის კომედიაში "პარიზელი ბიჭი"; ამის შემდეგ 1885 წელს მუშაობდა თბილისის თეატრში. 1885-1894წწ. კოტე მესხის მიერ დაარსებულ ქუთაისის პროფესიული დასის მსახიობია; 1894 წელს ბრუნდება თბილისის თეატრში. 1907-1910წწ. მუშაობდა ქ. ბაქოს ქართულ თეატრში, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორიც თვითონ იყო; ასრულებდა როგორც კომედიურ, ისე დრამატულ როლებს: ქეთევან დედოფალი (ა. ყაზბეგის "ქეთევან წამებული"), ტურფა (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), დედა (ი. ჭავჭავაძის "დედა და შვილი"), თამარი (ა. წერეთლის "თამარ ცბიერი"), ზეინაბი ( ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), მარინე (ვ. გინიას "და-ძმა"), შუშანა (გ. უნდუკიანის "პეპო"), ოფელია, დეზდემონა (ი. შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე") და სხვ. ე. მესხი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას, წერდა მოგონებებს. ქართველი მსახიობისა და რეჟისორის, კოტე მესხის და.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 6.-თბ.,1983.-გვ.602; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.77-78; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134

Awards and Honors

  • 1922 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: