შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1910 წელს და სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა ქ. ბაზელში (შვეიცარია). უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ რავა თვე მუშაობდა ვენის კლინიკებში; 1911 წელს დაბრუნდა რუსეთში და ექიმის ხარისხის მოსაპოვებლად გამოცდები ჩააბარა ქ. ყაზანის უნივერსიტეტში; 1912 წელს ბრუნდება საქართველოში და 1914 წლამდე მუშაობდა ექიმად ქუთაისში; 1914–1919 წწ. მუშაობდა ქ. თბილისში "ქალაქთა კავშირის ქირურგიულ ლაზარეთში" და ორდინატორად "ოლღას სახელობის საბებიო ინსტიტუტში"; 1919 წელს თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ; 1920 წლის სექტემბერში არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის გინეკოლოგიური კლინიკის უფროს ასისტენტად; აქტიურად მონაწილეობდა წითელი ჯვრის ორგანიზაციაში; იყო ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" პირველი რედაქტრი; კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში; პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი თბილისის ლაზარეთში პროფესორ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მოღვაწეობდა; 1925 წელს უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო მიზნით 7 თვით იყო მივლინებული გერმანიასა და საფრანგეთში; 1926 მიენიჭა პრივატ-დოცენტის წოდება; 1930 წელს აირჩიეს პროფესორად; გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო შრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მისი სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენდა საშვილოსნოს სიმსივნები და ჰიპერპლაზია, ქალის სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი, თამბაქოს გავლენა ქალის სასქესო სფეროზე, გინეკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობის საკითხები და სხვა. 43 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა კლინიკაში მორიგი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ფიბრომიომების ეტიოლოგიის და წამლობის საკითხებისთვის", დაიცვა 1925 წელს. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.260 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |