შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შიო მღვიმელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ახლანდელი ქარელის რაიონი. ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების (1887) შემდეგ თბილისში მუშობდა ჯერ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან — ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსი "დილა" 1885 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად. შიო მღვიმელი თანამშრომლობდა ჟურნალებში "ჯეჯილსა" და "ნაკადულში", შემდეგ "პიონერსა" და "ოქტომბრელში". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.281 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |