The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალიკო ძაგნიძე

ვალიკო ძაგნიძე
Legal name:ვარლამ ძაგნიძე
Date of birth:31 January, 1912
Date of death:5 February, 1967  (at 55 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.

დაამთავრა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრალური სტუდია 1937 წელს.

მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც შეხვდა შალვა ჩხიკვაძეს; 1938 წელს შეიქმნა დუეტი ძაგნიძე და ჩხიკვაძე, თავდაპირველად ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების მუსიკებზე ფელეტონებს ჰქმნიდნენ და ასრულებდნენ, რითაც მეტად გაითქვეს სახელი; მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების გართობისთვის იქმნებოდა არტისტული ბრიგადები, დუეტმაც ვ. ძაგნიძის მეუღლესთან, მომღერალსა და მსახიობ გოგუცა კუპრაშვილთან ერთად შექმნა კოლექტივი, რომელმაც 600-მდე კონცერტი გამართა; ძაგნიძისა და ჩხიკვაძის საესტრადო ვოკალურმა დუეტმა და მათმა ხელოვნებამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენში ამ ჟანრის განვითარებას; იგი იყო ქართული საესტრადო მუსიკის ერთ-ერთი ნოვატორი, შექმნა 100-ზე მეტი სიმღერა, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ; 1945 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო მარჯანიშვილის თეატრში, პარალელურად მოღვაწეობდა კინოში და ესტრადაზე; შალვა ჩხიკვაძესთან ერთად, როგორც მუსიკალურ დუეტს მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი" და "ბედნიერი შეხვედრა".

წყარო: მამულიშვილთა სავანე /ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. - გვ.401

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი

Share: