The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ესებუა

ვლადიმერ ესებუა
დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1971  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გრიგოლეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

1937 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. სსრკ-ფინეთისა (1939-1940) და II მსოფლიო ომების (1939-1945) მონაწილე. იბრძოდა ქ. ნოვოროსიისკისა და ტამანის ნახევარკუნძულის  განთავისეუფლებისათვის. ერთ-ერთი პირველი გადავიდა ქერჩის პლაცდარმზე. ამ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (17 ნოემბერი 1943). იყო იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურების (1945) მონაწილე. უფროსი სერჟანტი (1944). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძილო ორდენი და მედლები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.99

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი

გააზიარე: