The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა მაღრაძე

ელგუჯა მაღრაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 1999  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საკავშირო იურიდიული ინსტიტუტი 1949 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1952 წელს.

სხვადასხვა დროს იყო ჟურნალ"ნიანგისა" და "მნათობის" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, საქართველოს გამსახკომის თავმჯდომარე, საქლიტფონდის დირექტორი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. 1951 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი; 1963 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "მეველე"; ინგლისურიდან თარგმნა მაინ რიდის, ჯ. გოლზუორთის, ა.კ. დოილის, ტ. თ. მელორის და სხვათა ნაწარმოებები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.647კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.276; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.38

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1997 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: