The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელქისედეკ III (სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

მელქისედეკ III
ოფიციალური სახელი:მიხეილ ფხალაძე
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1872
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 1960  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ზემო ქანდაურა, სიღნაღის მაზრა.

 დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია 1900 წელს.

მასწავლებლობდა ქუთაისის (1900-1904), სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის (1904-1909), ქ. კამენეც-პოდოლსკის (1909-1915.) სასულიერო სემინარიაში. იყო მღვდელ-ზედამხედველი ტივროვის (1909-1915), გორის (1917-1920) სასულიერო სასწავლებლებში; 1922-1924წწ. სიონის ტაძრის მღვდელი; 1924-1925წწ. ანჩისხატის, 1925-1927წწ. ალავერდის, 1927-1928წწ. ცხუმის (სოხუმი) ეპისკოპოსი. 1928-1935წწ. თბილისის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი. 1935-1938წწ. სოხუმის მიტროპოლიტი. 1935 წლის 2 იანვარს უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით მიენიჭა მიტროპოლიტობა და კვლავ გაიგზავნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. 1938 წელს იძულებული გახდა სოხუმიდან დაბრუნებულიყო თბილისში. 1943 წლის 1 აპრილს დაინიშნა კუკიის ეკლესიაში რიგით სასულიერო პირად. 1944 წლის 30 აპრილიდან იგი ითვლებოდა ურბნელად და იყო წინამძღვარი თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიისა. 1952 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეცხრე საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი. კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III, მეტად ერუდირებული ადამიანი იყო, ის არაერთხელ გამოსულა მშვიდობის დაცვის სხვადასხვა კონფერენციაზე, ბერძნულიდან თარგმნა ჰეროდოტეს "ისტორია", არიანეს "ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა". საერო ხელისუფლებისაგან შევიწროებულ ეკლესიას და მის მეთაურს არ ჰქონდა მოქმედების თავისუფლება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1952-1960 წლებში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.658; 

http://www.ambioni.ge/katolikos-patriarqi-melqisedek-fxalaze


გააზიარე: