შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ლელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საზანო, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში. დიდი სამამულო ომის დროს (1941-1945) მონაწილეობდა ბრძოლაში კურსკის შვერილზე, ბრიანსკის, ბელორუსიის ფრონტების ოპერაციებში, პოლონეთის გათავისუფლებაში; 1944 წლის 5-6 სექტემბერს ღამით მან პირველმა გადაიყვანა თავისი ათასეული მდინარე ნარვის დასავლეთ სანაპიროზე და დაიკავა პლაცდარმი. ომის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საარქიტექტურო ინსტიტუტში და საცხოვრებლად მოსკოვში დამკვიდრდა. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.165; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.328 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |